“საარჩევნო განვითარების სკოლა” თელავში მსურველთა მიღებას იწყებს

17-დან 28 თებერვლის ჩათვლით, 18-25 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ სწავლება საარჩევნო თემებთან დაკავშირებით.

ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ინფორმაციით, იმის გამო, რომ პროექტი წარმატებით ხირციელდება წლების განმავლობაში, საარჩევნო განვითარების სკოლები ზამთარშიც გაიხსნება.

“საარჩევნო განვითარების სკოლის” სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მუდმივად ვითარდება და წელს სასწავლო კურსს შემდეგი საკითხები დაემატა: ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

თებერვალში სწავლება რვა ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) გაიმართება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ზემოაღნიშნულ ქალაქებში არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიებში, ხოლო თბილისში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 6-დან 13 თებერვლის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 2 51 00 51.