რა პრობლემები აქვს მოსახლეობას ქეშალოსა და ლამბალოში [Audio]

როგორც იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოსა და ქეშალოს მცხოვრებლები ამბობენ, მათთან გზისა და სასმელი წყლის პრობლემაა.
ჰამბულაჰ ალიევი ამბობს, რომ მათი უბანი სკოლიდან შორსაა და იქ მცხოვრებ ბავშვებს უტრანსპორტობის გამო, სიარული უჭირთ, ამას ემატება ისიც, რომ გზა ძალიან ცუდია.