დღეს საქართველოში covid-19-ის 165 შემთხვევა დაფიქსირდა


14 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 165 დადასტურებული შემთხვევაა. რეგიონების მიხედვით კი განაწილება შემდეგნაირია: 109 დაფიქსირდა ბათუმში; 17 – თბილისში; 9 – ზუგდიდში; 9 – გარდაბანში; 6 – გორში; 6 – გურჯაანში; 4 – ოზურგეთში; 4 – ქუთაისში; 1 – მცხეთაში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით გორისა და ახმეტის შემთხვევები უკავშირდება 5 სექტემბერს გორში გამართულ 100 კაციან ქორწილს. ეპიდემიოლოგები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასწრებისგან.