ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ახმეტასა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყო


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა რომ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებისა და კონტროლის მიზნით, სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები შესასვლელთან და გამოსასვლელთან მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საველე კარვები უკვე განათავსეს. საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს რომელიც გადაადგილდება სოფლიდან სხვა მიმართულებით ან ბრუნდება, უტარდება თერმოსკრინინგი,ამასთანავე შსს-ს ინფორმაციით სოფელ მატანსა და სხვა სოფლებში გადაადგილება არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.