იორმუღანლოში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება შესაძლებელია

მოქალაქეები იორმუღანლოში, კლინიკა „დიაგნოზში“ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს მენეჯერი კაზანფარ მამედოვი ავრცელებს.

“მოქალაქეები შეძლებენ ტესტირების გავლას. მასწავლებლებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, მძღოლებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის უფასოა. ასევე უფასოა მათთვის, ვისაც დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. მოქალაქეებისთვის კი, რომლებსაც ტესტირების გავლა სჭირდებათ საზღვარგარეთ წასასვლელად ან სხვა საქმიანობისთვის, მომსახურების ღირებულებაა 160 ლარი. ტესტის პასუხი მეორე დღეს იქნება მზად,” – ამბობს კაზანფარ მამედოვი.