საქართველოში დღეს კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა


დღევანდელი მონაცემებით კორონა ვირუსის 170 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
შეგახსებთ რომ 1369 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა ხოლო 1174 აქტიურია, რაც იმას ნიშნავს რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას უახლოვდება.