დღეს კორონავირუსით კიდევ 3 ადმიანი გარდაიცვალა


დღეს საქართველოში 298 დადასტურებული შემთხვევა და სამი გარდაცვლილია, შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 32 თბილსში, 16 გურიაში, 14 სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 სამცხე-ჯავახეთში, 7 ქვემო ქართლში, ხოლო კახეთში – 4.

შეგახსენებთ რომ ქვეყანაში სულ 5,552 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2,054 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3,467 აქტიური.