იორმუღანლოში საპროტეტო აქცია გაიმართა


დღეს იორმუღანლოში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. ისინი იმ მიწების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელსაც წლების განმავლობაში, დროებით სხვა პიროვნებები იყენებდნენ.

აქციის მონაწილე მუჰამედ მამედოვი ამბობს, რომ ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მათი თანხმობის გარეშეა გასხვისებული.

„2012 წელს ეს მიწები სახნავად პრეზიდენტმა დაგვირიგა. ვინაიდან ეს ნაკვეთები არის სოფელ კაზლარში, განაწილება დაავალეს ქეშალოს ხუთ წარმომადგენელს: ზიადინ მამედოღლუს, ზირადინ სამედოვს, ბახრამ შირინოვს და ალი ალაზოვს. მაშინ ვიყავით შეთანხმებული, რომ ამ მიწებით ისინი ისარგებლებდნენ და როცა ჩვენ დაგვჭირდებოდა, დაგვიბრუნებდნენ. მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ ტერიტორია ჩვენი შეთანხმების გარეშე გაუფორმებიათ, როგორც თავიანთი საკუთრება, ზოგი უკვე გაყიდულია.
ახლა ვითხოვთ ჩვენს ნაკვეთებს, ისინი კი არ გვიბრუნებენ. ის საბუთიც ვიპოვეთ, სადაც მათ ხელი აქვთ მოწერილი, რომ ეს მიწები ხალხისაა და როცა ხალხი მოითხოვს, უნდა დაუბრუნონ.“

აქციის კიდევ ერთი მონაწილე რაშიდ ალაზოვი კი ამბობს, რომ მათ საკუთრების უკან დაბრუნებისთვის ფულს სთხოვენ.
„ჩვენი მიწები ჩვენი ნების წინააღმდეგ არის გაფორმებული. ახლა კი ფულს გვთხოვენ, რომ ჩვენი საკუთრება დაგვიბრუნონ.“

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართონ. მათი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საკითხებში, თეა შოვნაძე ამისათვის საჭირო საბუთებს უკვე ამზადებს.