საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რიცხვი 6 640–მდე გაიზარდა.

ვებგვერდ, stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი, ჯამში კორონავირუსი 3419–მა პირმა დაამარცხა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 39 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.