კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-40 პაციენტი გარდაიცვალა.

81 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელსაც, ექიმების თქმით, თანხმლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

შეგახსენებთ,რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. დღეს კოვიდ 19-ის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.