განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მე-7-მე-12 კლასების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს


განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს მე-7-მე12 კლასების სკოლაში დაბრუნების საკითხზე.

რაც შეეხება სტუდენტებს ისინი 19 ოქტომბერს სწავლას განსხვავებულ რეჟიმში განაგრძობენ.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით ინფორმაცია სტუდენტების შესახებ მას არ ეხება და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს კურატორი მოადგილე გააკეთებს : „ზოგადი განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ყველა სკოლა როგორც იცით, მზად არის, აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, წერტილოვნად ვმართავთ პროცესებს, მოგეხსენებათ პროცესები გარკვეულად განსხვავებულად მიმდინარეობს, დავიწყეთ 15 სექტემბერს განსხვავებულ ფორმატში, 1-ელ ოქტომბერს შეიცვალა სიტუაცია და ვმუშობთ აქტიურად იმისთვის, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები კვლავ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, როგორც დაანონსდა, 19 ოქტომბერს განახლდება განსხვავებული ფორმატით, ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მისი კურატორი მოადგილე გააკეთებს კომენტარს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, მე არ ვარ ამ მიმართულების კურატორი მინისტრის მოადგილე, ამიტომ მას ჰყავს თავისი პასუხისმგებელი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს გასცემს,“