დღეს კორონავირუსით საქართველოში 11 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში ბოლო-24 საათში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.
ინფიცირებულთა რაოდენობა 887-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში -3, იმერეთში- 2, გორში – 1.

შეგახსენებთ რომ საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15,327-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 7613, ხოლო 7,590 აქტიური შემთხვევაა.