“მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის” – შეხვედრა პატარძეულში [Photo]

9 ოქტომბერს, სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პროექტის “მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ესწრებდნენ.

მწერლებმა ახალგაზრდებს საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე ესწრებოდნენ.

 

გამოყენებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფოტოები