დღეიდან 15 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული


დღეს, 3 იანვრიდან 15 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

რაც შეეხება მომდევნო ორ კვირას, 16–დან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა.
გასათვალისწინებელია, რომ ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები შაბათ-კვირას მუშაობას აჩერებენ.