ვინ ისარგებლებს 600-ლარიანი დახმარებით

სოციალურად დაუცველები, 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, ასევე სამშვილიანი ოჯახები, რომელთა ქულაც 0-დან 100 ათასამდეა, ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

„ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, მათ ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. ასევე ჩვენი ყველა მოქალაქე, 0-დან100 ათას ქულამდე მყოფი, რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100-ლარიანი მხარდაჭერა. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე.