კახეთში კორონავირუსით 79 წლის კაცი გარდაიცვალა


კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები 79 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ის თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.

კახეთში კორონავირუსით სულ 86 პაციენტია გარდაცვლილი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები ასეთია: ახმეტა-668, გურჯაანი-2084, დედოფლისწყარო -716, თელავი -2238, ლაგოდეხი – 1348, საგარეჯო -1170, სიღნაღი-661 და ყვარელი -808 შემთხვევა.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში მკურნალობას 1855 მოქალაქე გადის, მათ შორის 1723 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი 931-ს შეადგენს.