პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს [Photo]

მასწავლებლის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადაეცათ. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარის რომან ზუკაკშვილისგან კი მათ ყვავილების თაიგული მიიღეს.

 

5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და სათავეს 1994 წლიდან იღებს. მასწავლებელთა საერთშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის და მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

 

გამოყენებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ფოტოები