გახარიას თქმით, სრული ლოკდაუნი არ იქნება

ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას და ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“, – აღნიშნა მან.