ხვალიდან ამინდი გაუარესდება

5 თებერვლიდან 6 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შესაძლებელია ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში, ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.