თელავში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა


კორონავირუსით კახეთის რეგიონში 1951 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

ის თელავის მუნიციპალიტეტიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

ცნობისთვის, გასული დღის 21:00 საათის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა, 51 კი – გამოჯანმრთელდა.