2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულები განისაზღვრა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალური ქულების ოდენობას აქვეყნებს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 70-ია, მათემატიკაში – 51, უცხო ენაში- 80.

იხილეთ დეტალურად.

ზოგადი უნარები – მაქსიმალური 80 ქულაა, ვერბალური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი, მათემატიკური ნაწილი 1 საათი და 35 წუთი.

უცხოური ენები – მაქსიმალური 80 ქულა, დრო – 2 საათი და 30 წუთი;

ლიტერატურა – მაქსიმალური ქულა 70, დრო – 4 საათი;

მათემატიკა – მაქსიმალური 51 ქულა, ხანგრძლივობა – 3 საათი;

ისტორია – მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი;

გეოგრაფია-მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 2 საათი და 40 წუთი;

ბიოლოგია – მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წუთი;

ქიმია – მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა – 3 საათი;

ფიზიკა – მაქსიმალური ქულა 63, ხანგრძლივობა – 3 საათი;

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, მაქსიმალური ქულა 42-ია, ხოლო ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – მაქსიმალური ქულა 70, ხანგრძლივობა – 3 საათი;

სამოქალაქო განათლება – მაქსიმალური ქულა 60, ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი;

აფხაზური ენა – მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო ხანგრძლივობა – 3 საათი და 45 წუთი;

ოსური ენა – მაქსიმალური ქულა 70-ია, ხანგრძლივობა – 3 საათი და 45 წუთი.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში – 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.