პლატფორმა სალამი იწყებს პროექტს აზერბაიჯანულენოვანი შშმ პირთა პრობლემების გადასაჭრელად

პლატფორმა სალამი USAID-ის დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრების გზებზე ერთობლივი მუშაობის დასაგეგმად, ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის შექმნის პროექტს.

პროექტი აერთიანებს გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აზერბაიჯანულენოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მიზნად ისახავს მათ გაძლიერებას, უფლებებისა და ინტერესების დაცვაში მხარდაჭერას.

პლატფორმა სალამი თანამშრომლობისთვის იწვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს, ასევე სამიზნე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს. თანამშრომლობისა და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 551116633.