2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს

თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს, აქედან 54% ქალია, 46% კი კაცი.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჟვანიას ინფორმაციითვე, ცესკოს ვებ-გვერდის მეშვეობით ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. ამ მიზნით, ცესკომ კამპანიაც დაიწყო – “იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“.