ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარტიის მითითებას აკრიტიკებს [Audio]

№12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46 უბანი 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე მანანა გოგაშვილმა წილისყრის პროცედურები ჩაატარა და ფუნქციები გადაანაწილა, თუმცა გადასატანი ყუთის ზედამხედველად წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასე მოქცევა აიძულეს.

“ვნანობ, რომ დავთანხმდი მათი წარმომადგენელი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად, მათ ფუნქცია შემიზღუდეს. არც ერთ არჩევნებზე ასეთი პასიური არ ვყოფილვარ. არ ვიცი, დღეს აქ რა უნდა ვაკეთო? ჩვენი კანდიდატის ცოლიც და დედაც აქ არის დამკვირვებლად და წარმოდგენა არ მაქვს, ერთ საათში ისეთი რა უნდა მომხდარიყო, მათ რომ ვერ შეემჩნიათ,”- გვითხრა მარინე ნათიძემ.