სათემო რადიო „ინფორმაციული შიმშილის“ დასაძლევად [audio]

posted in: მედია | 0

მას შემდეგ, რაც 2014 წელს სათემო რადიოებისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, სათემო მაუწყებლობების დაარსებისა და განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

„სათემო რადიოებმა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ და მაუწყებლობენ, ნაწილი კი ინტერნეტში არის წარმოდგენილი, თავის თავზე აიღეს ის ფუნქცია და როლი, რომელიც სამწუხაროდ, წლების მანძილზე ვერ შეასრულა ვერც ნაციონალურმა მედიამ და ვერც ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა. საუბარია იმ რეგიონალურ ტელეკომპანიებზეც, რომლებიც ვერ გახდნენ საკუთარი რეგიონებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლები. მათი აუდიტორიის დიდი ნაწილი დღემდე უცხოურ სატელიტურ ტელეარხებს უყურებს.

სათემო რადიოებმა შეაღწიეს კონკრეტულ თემში და იმ აუდიტორიამდე მიიტანეს ინფორმაცია, რაც მანამდე შეუძლებელი იყო, თუნდაც ინტერნეტის, ან სოციალური ქსელების მეშვეობით.
– “ამ დროისთვის საუბარია აზერბაიჯანულენოვან თემზე, რომელიც წარმოდგენილია მინუმუმ ორ რეგიონში და სომხურენოვან თემზე, რომელიც ასევე ორ-სამ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, ეს არის პირველი ეტაპი, სადაც დაიწყეს სათემო მაუწყებლობა. ასევე დავამატებდი პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლებული ქისტების თემს, რომელიც წლების მანძილზე დემონიზირებული იყო, მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ძირითადი რელიგია არის ისლამი“, – აცხადებს ინტერნეტმედიის სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი.

„ჩემთვისაც საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც ეხლა იწყებენ მუშაობას. განსაკუთრებით, სათემო რადიოები, რადგან ეს, ასე ვთქვათ, ახალი ხილია საქართველოში და ჩემის აზრით, ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს, რადგან საქართველოში ბევრია ისეთი პატარა თემი, რომელსაც ასე ვთქვათ, საინფორმაციო შიმშილი აქვს.
სათემო რადიოები, გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ტელევიზია და ხანდახან გაზეთიც კი, ამიტომ დიდი პერსპექტივა აქვს სათემო რადიოსადგურებს. ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ გამოცდილებაც სწრაფადვე ძველდება, ამ ტექნოლოგიებს მოაქვს ახალი პირობები ახალი შესაძლებლობები თუნდაც კონტენტის წარმოების მხრივ“, – ირაკლი მაჩიტაძე რადიოკომპანია „ძველი ქალაქის“ დირექტორი.

Leave a Reply