კახეთში ყველაზე დაბალი აქტივობა საგარეჯოში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი – ყვარელში [Audio]

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის საარჩევნო ოლქებში ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი -საგარეჯოში. შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია:

N11 საგარეჯოს ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებულია 45 917 ამომრჩეველი, თავისი არჩევანი დააფიქსირა 19 220 ამომრჩეველმა რაც საერთო რაოდენობის 41.86 %-ია;

N12 გურჯაანის ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 52 717-ს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 26 675-მა მათგანმა, რაც ჯამში 50,6%-ია.

N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქი
ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდებაა 30 061, სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 14 199-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 47 %-ია;

N14 დედოფლისწყაროს ოლქი
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 21 939, არჩევნებზე მივიდა 10 385,ანუ 47.34%-ია.

N15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი
რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდებაა 38 569, არჩევანი დააფიქსირა 17 952-მა, რაც ჯამში 46,55 %-ს შეადგენს.

N16 ყვარლის საარჩევნო ოლქი
რეგისტრირებულია 28508 ამომრჩეველი, თავისი პოზიცია გამოხატა 15 487-მა მათგანმა, ჯამში 54,33%-მა;

N17 თელავის საარჩევნო ოლქი
აქ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 55 580-ს, არჩევანი დააფიქსირა 27 079-მა ამომრჩეველმა, ერთიანი სიის 48,72%-მა;

N18 ახმეტის სარჩევნო ოლქი
სულ ერთიან სიაში რეგისტრირებულია 30 068 ამომრჩეველი, რომელთაგან უბანზე ხმა მისცა 15 036-მა, ანუ 50-მა %-მა.