6 საჩივარი კახეთის საოლქო კომისიებში [Audio]

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. თავმჯდომარე, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. 

ასევე თელავის საოლქო კომისიაში ევროპულმა საქართველომ დაწერა საჩივარი, რომელიც თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძის თქმით, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი უბანთან ახლოს ეწეოდა აგიტაციას.

თითო-თითო საჩივარი დაიწერა ასევე ყვარელში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში.

რაც შეეხება სიღნაღისა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიებს, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.