მუზეუმის კვირეული საგარეჯოში

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტარდება მუზეუმის კვირეული; საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ეცნობიან ექსპონატების ისტორიას.

აღნიშნული კვირეულიმიმდინარეობს პროექტის ფარგლებში სახელწოდებით „იცნობდე შენს კუთხეს“, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. მისი ინიციატორია გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.  პროექტის მიზანია ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა მოსწავლე ახალგაზრდობისათვის.

 

ფოტო და ინფორმაცია ვრცელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზე