გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა

13 ნოემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი გიორგი ერბოწონაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის თანამშრომლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

-„ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რომ საგარეჯოს მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და მომცა უფლება ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მემუშავა. მე ყველა საშუალებას გამოვიყენებ, რომ თითოეული საგარეჯოელის ნდობა გავამართლო და საგარეჯო ერთ-ერთ წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქციო საქართველოში,“ – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში საგარეჯოს მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. გიორგი ერბოწონაშვილმა დამაჯერებელი – 69,37 %-ით გაიმარჯვა.