საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთარ ჩალათაშვილი უხელმძღვანელებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლეობით, ოთარ ჩალათაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ კი – ლელა მარიდაშვილი.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას ივანე ივანიშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას- ელენე სამხთუაშვილი, სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას- გივი ბებიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას- ზურაბ უსტიაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას კი – თამარ ურდულაშვილი.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 დეპუტატია.