შეამოწმებინეთ გაზის გამათბობლები უფასოდ

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, გაიზარდა მხუთავი აირით მოწამვლის რისკები, რასაც ხშირ შემთხვევაში გამათბობლების არასწორი მონტაჟი, ანდა შეუმოწმებელი სისტემა იწვევს.

თუკი, აბონენტებს ეჭვი აქვთ, რომ მათ საცხოვრებელ სახლში განთავსებული გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი გაუმართავია, შეუძლიათ “სოკარ ჯორჯია გაზს” დაუკავშირდნენ, რომელიც კახეთის რეგიონში, თელავის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურება.

-“შეტყობინების შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შეძლებისდაგვარად სწრაფად მივლენ და გაზის მოწყობილობებს შეამოწმებენ. აღნიშნული მომსახურება უფასოა.”- გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.

“სოკარ ჯორჯია გაზს” ცხელი ხაზის ნომერია – 16 114.