ნინოწმინდის ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლადგახსნილი ბაღი საგარეჯოს მუნციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

სოფელ ნინოწმინდის საბავშვო ბაღში ამჟამად 70 აღსაზრდელია და ოთხი ჯგუფი მოქმედებს. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და სრული რეაბილიტაციის ღირებულებამ, 227 580 ლარი შეადგინა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში 38 წლის განმავლობაში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა.