დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ ელექტროგადმცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  დღეს, 6 დეკემბერს ენერგომომარაგება აბონენტების ნაწილს დროებით შეეზღუდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება შემდეგი გრაფიკით.

13:00-დან 17:00 საათამდე ქ. საგარეჯოს ნაწილი- 789 აბონენტი;
08:00-დან 17:00 საათამდე სოფ. უჯარმა- 566 აბონენტი,
12:00-დან 14:00 საათამდე სოფ. შიბლიანი.
საგარეჯოს გარდა, ელექტროენერგია გაითიშება ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.