7 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება

ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ ელექტროგადმცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 7 დეკემბერს, კახეთში აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება შემდეგი გრაფიკის მიხედვით.

12:30-დან 14:00 საათამდე- სოფ.შიბლიანი.
10:00-დან 18:00 საათამდე სოფ:მანავი, თოხლიაური.

ელექტროენერგია გაითიშება ასევე, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ახმეტის, დედოფლისწყაროს,ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშიც.