საახალწლო კონცერტი საგარეჯოში [Photo]

31 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქ.საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ საახალწლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი „გარეჯი“, „პატარა გარეჯელები“, „მი–რე–ლა“,ირინა ბაირამაშვილი, ნინია მეტრეველი, ნინი გველესიანი და თიკა ჯამბურია.

მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და პაატა ასრათაშვილმა.

საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.