საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ჩემო გარეჯელებო, ჩემი ძვირფასო მეგობრებო,
გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბარაქასა და წარმატებას. მინდა, რომ ახალი 2018 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის. გპირდებით, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ და საგარეჯო ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება მთელს საქართველოში! კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჯანმრთელობას, მშვიდობას, მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი
გიორგი ერბოწონაშვილი