საგარეჯოში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება [Video]

სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე მიმდინარეობს. მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტით გათვალისწინებულია 35 მ სიგრძის ხიდის მშენებლობა. ამ დროისათვის, დარჩენილია ასფატლო-ბეტონის საფარის დაგება და ხიდთან მისასვლელი ყრილის მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 634 400 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.

ხიდი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თოხლიაურსა და სოფელ მანავს შორის მდებარეობს. ახალ სახიდე გადასასვლელზე საგარეჯოს მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.