საგარეჯოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მალე საგარეჯოს მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი სტადიონი ექნება. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური სტადიონს სრულ რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე მოეწყობა მინდვრის ახალი საფარი. სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.
მეორე ეტაპის ფარგლებში იგეგმება შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი სტადიონი 10 ათასზე მეტი ადგილობრივს მოემსახურება.