საახალწლო ნობათი ბენეფიციარებისთვის

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი, პაატა ასრათაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სოფო შაქარაშვილი და თანამშრომლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ესტუმრნენ. მათ დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები პირადად გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 500-მა ბენეფიციარმა მიიღო. აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებამ, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩია.