ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე “ოპელის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბოგირს დაეჯახა.
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანს ტვინის შერყევა და სხეულის მძიმე მოტეხილობები აღენიშნება.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.