ლაგოდეხში ფეხითმოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, ფეხითმოსიარულე 80 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ავარიის შედეგად ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

-“შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე მოხდა. მამაკაცი, რომელიც დაიღუპა, ჩვენი სოფლის მკვიდრი არ არის.”- აღნიშნა speqtri.ge-სთან სოფელ მშვიდობიანში მერის წარმოამდგენელმა რამაზ ბუთლიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.