აფეთქება სოფელ ვეჯინში – დაშავებულია ორი ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

დაშავდა სახლის მეპატრონე და მეზობელი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

შემთხვევის შედეგად დაზიანებულია სხვადასხვა ნივთები. როგორც speqtri.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.