“სპექტრმა“ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა პოლიტიკური პროცესები- მედიამონიტორინგის შედეგები

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი განხორციელდა.

კვლევა 19 ივნისიდან 19 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ გაზეთ „სპექტრში“ დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. არჩევნების შემდეგ კი ბეჭდვური გამოცემა მკითხველს სთავაზობდა დეტალურ ინფორმაციას არჩევნების შედეგების შესახებ.

-„მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „სპექტრმა“ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. აღსანიშნავია, რომ გაზეთში მკაფიოდ არის გამიჯნული კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული
სტატიები სარედაქციო მასალებისგან.“- აღნიშნულია მედიამონიტორინგისა შედეგებში.

ცნობისთვის, წინა კვლევის მიხედვით, “სპექტრი“ არჩევნებამდეც ამ პრინციპით მუშაობდა.

ცნობისთვის, მედიამონიტორინგს ახორციელებდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი-საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგი ეხებოდა როგორც ონლაინ გამოცემებსა და მაუწყებლებს, ასევე 12 ბეჭდვურ გამოცემას. ესენია: „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „გურია news”, „ახალი გაზეთი“, „პოსტსკრიპტუმი“, „სპექტრი“, „გურიის მოამბე“, „თრიალეთის ექსპრესი“, „ბოჯომი“, „სვანეთი“, „მთავარი თემა სამეგრელოში“.