თელავში მანქანა ქვეითს დაეჯახა

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე “ოპელის” მარკის ავტომანქანა შუახნის ასაკის ქალს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა.

შემთხვევის დროს ფეხითმოსიარულე მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.