თელავში, თბილისის გზატკეცილის შვიდ ნომერში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ბინაში ქირით მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე,თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.