მიმდინარე წელს მსოფლიოში 97 ჟურნალისტი დაიღუპა

2017 წელს მსოფლიოს 28 ქვეყანაში საერთო ჯამში 97 ჟურნალისტი დაიღუპა. ეს მონაცემები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-მა, ჟენევაში, ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოაქვეყნა.

მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებს შორის დასახელებულია მექსიკა, სადაც მიმდინარე წლის იანვრიდან 14 ჟურნალისტი დაიღუპა, ერაყი (9 ჟურნალისტი), ავღანეთი (8 ჟურნალისტი), ინდოეთი (8 ჟურნალისტი) და პაკისტანი (8 ჟურნალისტი).