სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

სირიაში, ჰამასის პროვინციაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა.

ის სირიაში “კავკასიის იმარატის” ხელმძღვანელი იყო. ასევე ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაში.

ოჯახის წევრები სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. პანკისში კუშტანაშვილს მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა.