2018 წლიდან გურჯაანში მყარი ნარჩენების სეპარირება დაიწყება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა. რას მოიცავს აღნიშნული გეგმა, ამ საკითხზე speqtri.ge-ს ინფრასტრუქუტრის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი ესაუბრა.

„ხუთწლიანი გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის არსებული მდგომარეობის ანალიზი და მეორე- განსახორციელებლი ღონისძებები. საბოლოო შედეგია, რომ მაქსიმალურად სუფთა გარემო მივიღოთ. დღეისათვის გვყავს 4 ნაგავმზიდი და 5 თვითმცლელი, რითაც მთელ რაიონს ვემსახურებით. 2022 წლისთვის შევიძენთ 1520 ურნას. გაკეთებულია რუკები, სადაც კონტეინერები განთავსდება, ასევე ვიყიდით 8 ნაგავმზიდსაც. 2018 წლიდან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ჯერ ქალაქიდან დავიწყებთ, შევარჩევთ 10-მდე ობიექტს, სადაც დავდგავთ განსხვავებული ფერის კონტეირნებს და ცალ-ცალკე განთავსდება სხვადასხვა ნარჩენები. შემდეგ სოფლებში გადავალთ.“

მისივე თქმით, მომავალში გურჯაანში ნაგვის გადასახადის გადახდა სავალდებულო იქნება.

„ტარიფი გურჯაანის საკრებულომ დაამტკიცა, ერთ სულზე 50 თეთრი, თუმცა ოჯახზე არა უმეტეს 2 ლარისა. დღესდღეობით გადასახადს არც ქალაქის მოსახლეობა იხდის და არც სოფლის. გადასახადის ამოღებას იქიდან დავიწყებთ, სადაც უკეთესი მომსახურებაა.“-აღნიშნა თეიმურაზ ბაჩუკაშვილმა,

ცნობისთვის, გურჯაანის მერიამ კონტეინერების შესაძენად 2018 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი გაითვალისწინა.