პანკისში სპეცოპერაციისას 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მისი ბებიის ელენე მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ტემირლანს ესროლეს და დაჭრილი წაიყვანეს.

“ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი შვილიშვილის ოთახიდან სროლის ხმა გავიგეთ. სად წაიყვანეს ბავშვი, არ ვიცით, სულ სისხლიანია ოთახი და თეთრეული. რად ედავებიან, ვერც მაგას გეტყვით.”- აღნიშნა ელენე მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და დაკავებულია სამი პირი.