საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდება.
187 მსჯავრდებულიდან 12 ქალია და 3 არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიამ 14-24 დეკემბრის პერიოდში იმუშავა.